საქართველოში სომხეთის ელჩი ამერიკის ელჩს შეხვედა

9 იანვარს საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუბენ სადოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის ელჩთან იან კელისთან, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩოს პრეს სამსაური ავრცელებს.

ელჩმა სადოიანმა თავის კოლეგას სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო, ასევე დეტალურად ესაუბრა მათი განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და მიმდინარე განვითარებაზე.

რუბენ სადოიანმა აშშ-ის ელჩს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით სომხეთის და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ მოუყვა. ამასთან, იან კელიმ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია მოვლენები და უამბო თავისი საქმიანობის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც თვითონ პირადად იყო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ის მხრიდან.

ამ კონტექსტში რუბენ საადოანი კელის რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული კიდევ ერთ აზერბაიჯანულ პროვოკაციაზე ესაუბრა, როდესაც სნაიპერის სროლის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი სომეხი ჯარისკაცი.

შემდეგ, რუბენ სადოიანმა განიხილა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება და ის შესაძლებლობები, რაც მას მოჰყვება.

სომხეთის ელჩმა ასევე წარუდგინა თავის თანამოსაუბრეს სომხეთის რესპუბლიკის ინიციატივები გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში დააღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სომხეთი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე.

ელჩ საადოინმა ასევე ისაუბრა ამა წლის ოქტომბერში ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის გამართვის შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა  რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების ირგვლივ მოსაზრებები გაცვალეს.

Leave a Reply