დიმიტრი მედვედევი: აზნავური საფრანგეთისა და სომხეთის დიდი კულტურის სული და ხმა იყო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ფრანგი, წარმოშობით სომეხი მომღერლის შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“წლების განმავლობაში, ის ჩვენს საკონცერტო დარბაზებს ხალხით ავსებდა. მინდა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება მომღერლის ნათესავების, ასევე მისი გულშემატკივრების მიმართ მთელს მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთშიც”, – განაცხადა მედვედევმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ აზნავური მსოფლიოში ცნობილი იყო, როგორც საფრანგეთისა და სომხეთის დიდი კულტურის სული და ხმა.