ჰოლანდიის პარლამენტმა სომხების გენოციდის აღიარების 2 რეზოლუცია მიიღო

ჰოლანდიის პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით ქვეყნის კოალიციურ მთავრობის შემადგენლობაში შემავალი ქრისტიანული გაერთიანების პარტიის წევრის, ჯოელ ფორდევინდის წარდგენილი სომეხთა გენოციდის შესახებ ორი რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ, ჰოლანდიის სომხური ორგანიზაციების ფედერაციის თამჯდომარე მათო ჰახვერდიანი იუწყება.

“რეზოლუციას მხარი დაუჭირა თითქმის ყველა კოალიციამ, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ კოალიციათაგანი, რომლის სამი წევრი ეთნიკურად თურქია. პარლამენტმა რეზოლუცია 142 ხმით მიიღო.

პირველი რეზოლუციით ხელახლა დასტურდება ჰოლანდიის მიერ 2004 წელს სომხების გენოციდის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო მეორე რეზოლუციით მთავრობას ვალდებულება ეკისრება 5 წელიწადში ერთხელ 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ერევანში, პატივი მიაგოს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას წიწერნაკაბერდის მემორიალთან.

2014 წელს ჰოლანდიის ქალქ ალმელოში გაიხსნა  ოსმალური იმპერიაში 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

Leave a Reply