საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში იმყოფება

23  თებერვალს, სომხეთს საქართველსო შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია, საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემოაგდენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე მუშაკუდია და ხვა ოფიციალური პირები. “ზვართნოცის” აეროპორტში სტუმრებს სომხეთის პოლიციის უფროსი, გენრალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ გასპარიანი და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ.

საზეიმო დახვედრის შემდეგ ვლადიმერ გასპარინს სამუშო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან.

გასპარიანმა დადებითად შეაფასა სომხეთისა და საქართველოს პოლიციის სტრუქტურების ტრადიციული თანამშრომლობა და ხაზი გასუვა იმ შედეგებს, რომელიც უკვე დაფიქსირდა ორი მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობაში.

საქართველოს შინააგნ საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საპოლიციო სტრუქტურების ახლო ურთიერთობა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო გაღრმავდება.

შეხვედრის დასასრულს, ვლადიმირ გასპარიანმა გიორგი გახარიას “თანამშრომლობის გაძლიერებისთვის” ჯილდო გადასცა.

Leave a Reply