70-ზე მეტი ამერიკელი კონგრესმენი სომეხთა გენოციდის შესახებ ახალი რეზოლუციის წარდგენის ინიციატივას შეუერთდა

70-ზე მეტი ამერიკელი კონგრესმენი ადამ შიფის და გუს ბილირაკისის სომეხთა გენოციდის შესახებ ახალი რეზოლუციის წარდგენის ინიციატივას შეუერთდა. პროექტი მიზნად ისახავს სომეხთა გენოციდის უარყოფის უარყოფას, აშშ-ს მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

„100 წელზე მეტი ხნის წინ ოსმალეთის იმპერიამ განახორციელა მკვლელობის ძალადობრივი გზით დეპორტაციის, წმების და სხვა სასტიკის აქტები. მე-20 საუკუნის პირველმა გენოციდმა 1.5 მილიონზე მეტი სიცოცხლე შიწირა. გენოციდი არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება, არამედ წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს.. გენოციდის ფაქტის უარყოფა არა მარტო საფრთხეს უქმის ადამიანთა თვითგადააარჩენის რწმენას, არამედ ის ამყარებს დაუცველობის რწმენას სხვა ერებშიც“, – განაცხადა ადამ შიფმა და კონგრესის მიერ ისტორიული ფაქტის აღიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავის მხვრივ, გუს ბილირაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი და გაბედული ნაბიჯი გახდება. მისი თქმით, დროა, რომ შეერთებულმა შტატები წინ აღუდგეს თურქეთის მიერ გენოციდის უარყოფის პოლიტიკას.