დემონსტრანტებმა გადაკეტეს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტი.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ყველა ქალაქში და რეგიონში სრული გაფიცვაა. დაბლოკილია დედაქალაქის ქუჩები, აეროპორტისკენ მიმავალი გზა. რეგიონებშიც ასევე ხალხია გამოსული ქუჩებში, სკოლები და საწარმოები დაკეტილია.
ასევე, დემონსტრანტები გამოსულები არიან საქართველო-სომხეთს შორის მთავარ გზაზე, დაბლოკილია სპიტაკ-ვანაძორის გზაც.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და შეუერთდნენ დემონსტრანტებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021