მუნიციპალიტეტმა და ადგილობრივებმა ახალქალაქი დაასუფთავეს

დასუფთავების სამუშაოები ახალქალაქში

29 მარტს, ახალქალაქში და მიმდებარე სოფლებში დასუფთავების სათემო სამუშაოები ჩატარდა, რომელში მონაწილეობდნენ, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

უკვე 2 წელია რაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება ახალქალაქში “ახალქალაქის სერვის ცენტრის” მიერ ყველა სათანადო ტექნიკა იყო უზრუნველყოფილი.

მონაწილეების ძალისხმევით ახალქალაქის ციხის მიმდებარე ტერეტორია, ცენტრალური გზები, პარკები, ტავშან თაფა მთის ქვედა ფერდობი, თავისუფლების ქუჩა და სხვა ადგილები დასუფთავდა, რის შდეგადაც 140 კუბური მეტრი ნაგავი  შეგროვდა.

“კარგია როდესაც ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან თავისუფლდება, თუმცა ადგილობრივებმა შემდგომშიც პერიოდულად უნდა იზრუნონ გარემოს სისუფთავეზე და არა წელიწადში ერთხელ” – , განაცხადა ახალქალაქის მცხოვრებმა.  

Leave a Reply