საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის გამშვებ პუნქტზე დაახლოებით, 1500 სომხური სატვირთო მანქანა დგას, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადააქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მხარეს ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს.
ხოლო, ფინანსთა საინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, სადაც წერია, რომ შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია.
“საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა,” – წერია განცხადებაში.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ალიქ მედია დაუკავშირდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ინფორმაცია და დასძინა, რომ “პიკის საათებში ქართულ მხარეს გაუშვია 700-800 მანქანაც, ხოლო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მხარემ სულ 240-მდე მანქანა გაატარა”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021