აზერბაიჯანმა ინტერპოლის მიმართა და მოითხოვა წარმოშობით სომეხ დენ ბილზერიანის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ. ინფორმაციას სააგენტო “თრენდი” ავრცელებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ ჰეიჯიევმა ბილზერიანის ვიზიტის შესახებ განაცხადა, რომ ეს “ცირკია”, ხოლო ბილზერიანის საქმიანობა არასერიოზული.
“პოკერის მეფე”, ამერიკელი წარმოშობით სომეხი მილიონერი, ignite- ის დამფუძნებელი დენ ბილზერიანი სომხეთში 27 აგვისტოს იმყოფებოდა. ბილზერიანი ასევე ფლობს კომპანიას, რომელიც მარიხუანას აწარმოებს.
ბილზერიანმა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში რეგისტრაცია გაიარა და ყველა სათანადო საბუთი შეიტანა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021