სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი საკუთარი ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს, ამის შესახებ მან „რია ნოვოსტისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ პოლიტიკაში დავბრუნდები, პარტია დამჭირდება. ოპოზიციურ ველზე ახლა ძალიან დიდი ვაკუუმია და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ვაკუუმი უნდა შეივსოს“, – განაცხადა ქოჩარიანმა.
რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ქოჩარიანი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი დრო არ რჩება, ვინაიდან უპარტიო პრეზიდენტი იყო და შესაბამისად, პარტია ნულიდან უნდა შექმნას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021