ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის eDrone პროექტი

სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით უზრუნველყოფილი eDrone პროექტი დაიწყო.

რეგიონში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს რეპორტიორის Digital Report ვებ-გვერდის მიხედვით, ამ პროექტით სამი წლის განმავლობაში ევროპელი სპეციალისტები ოთხი ქვეყნის პარტნიორებს დაეხმარებიან უპილოტო მფრინავი აპარატების მომზადებაში, დაპროგრამირებასა და მართვაში.

დასავლეთის ქვეყნებიდან პროექტში მონაწილეობენ: საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და რუმინეთი. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონი ევროა, რომელიც გაიყოფა აღნიშნული ქვეყნების 17 უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის.

Leave a Reply