Latest posts by Aliq Media (see all)
10 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სააგენტო „ფასტინფო“- ს ინფორმაციით გიუმრიში ბაზირებული რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედროებმა, მათ შორის, რაზმის მეთაურებმა იკამათეს, რასაც შეხლა-შემოხლაში მოჰყვა.
სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთ-ერთი, 1991 წელს დაბადებული ნიკოლაევი, გიუმრის სამედიცინო ცენტრში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. სააგენტოს ინფორმაციით, მის ცემაში ერთ-ერთი სერჟანტია ეჭვმიტანილი.