სომხეთის პრემიერ-მინისტრი 14 სექტემბერს საფრანგეთში მიემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტი ნიკოლ ფაშინიანი 14 სექტემბერს, საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც იგი პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ არმენპრესთან საუბრის დროს საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების კოორდინატორტთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა მურად ფაფაზიანმა განაცხდა.

შეხვედრები იგეგმება ასევე საფრანგეთის სომხური თემის წარმომადგენლებთან, სადაც სომხეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს და ფრანგულ-სომხური ურთიერთობების საკითხებს  განიხილავენ.