დემოკრატი კონგრესმენი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს სომეხთა გენოციდი აღიაროს

დემოკრატმა კონგრესმენმა თედ ლიუმ ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, ამერიკასა და თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდი აღიაროს. ეს განცხადება პოლიტიკოსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„თურქეთი ისწრაფვის ავტორიტარიზმისკენ და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. ბევრი ჩვენგანი დაჟინებით ითხოვდა სომეხთა გენოციდის აღიარებას. მოვუწოდებ ტრამპს, გააკეთოს ეს. აშშ-მა არ უნდა განაგრძოს ისტორიული ფაქტების იგნორირება“, – წერს თედ ლიუ.

Leave a Reply