სომხეთის გზებზე შესაძლოა ვიდეოკამერები გაუქმდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის გზებზე არსებული ვიდეოკამერები შესაძლოა გაუქმდეს.

“არსებობს უზარმაზარი ჯარიმები, რომლებიც გადაუხდელია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მექანიზმებზე, რომ დავალიანება ვაპატიოთ. ამასთან, საჭიროა ვიფიქროთ სიჩქარის კონტროლისა და კამერების ეფექტურობის შესახებ. ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება თუ იარსებებს საკანონმდებლო შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კამერები,” – განაცხადა ფაშინიანმა.

მან იუსტიციის მინისტრს არტაკ ზეინალიანს პოლიციასთან ერთად სწრაფი რეკომენდაციების შემუშავება დაავალა.

Leave a Reply