სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ნიუ-იორკში, ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის შეხვდა. მხარეებმა სომხურ-ირანული ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ეფექტური ნაბიჯების გადადგმაზე.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე გააძლიერებს სომხეთ-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობას.

ჰასან როჰანმა სომხეთის პრემიერი ირანში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი კიდევ ერთი შანსი იქნება თანამშრომლობის გაფართოებისთვის.