ზემო ლარსი ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნილია

საქართველო-რუსეთის საზღვრი ყველ სახის ტრანსპორტისთვის  გახსნილია. ამის შესახებ, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი იტყობინება.

19 ნოემბერს, გზების გასუფთავების შემდეგ გუდაური-კობის და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებიც გაიხსნა.

სატრანსპორტო მიმოსვლას პოლიცია აკონტროლებს.