ეკატერინე ბაქრაძემ ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩაატარა

21 ნოემბერს, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ, ეკატერინე ბაქრაძემ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსში ქართული ენის ჯგუფის მოსწავლეებს ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩაუტარა. მათ ერთად მოამზადეს მჭადი, ტვიშტარი, გლეხური სალათა და კუჭმაჭი.