ფართომასშტაბიანი ბიზნეს რეპატრიაციის პროგრამა სომხეთში

გლობალური ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანი როლის მქონე სომეხი ბიზნესმენების ინიციატივით, ინვესტორთა ჯგუფი შეიქმნა,  რომელიც “ააშენე სომხეთი BuiId Armenia” პროექტს იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს, სომხეთში ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელებას რეპატრიაციის ხელშეწყობის მიზნით. ინიციატივის მიხედვით, შეიქმნება ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური გარემო,  შესაბამისი ინფრასტრუქტურის საფუძველზე, რომელიც სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე მოქალაქეებს უზრუნველყოფს სათანადო პირორებით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია, საინიციატივო ჯგუფმა პრესრელიზის საშუალებით გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში უპრეცედენტო ფინანსურ და გეოგრაფიულ არეალებს მოიცავენ. ჯგუფის წევრები ასევე ყველა სომეხი დიასპორის წარმომადგენელ ბიზნესმენებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ პროექტს.

Leave a Reply