ფაშინიანი იუნკერს და ტუსკს შეხვდა

12 ივლისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრები, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან და ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებსა და თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას “ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ”.

Leave a Reply