ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახები, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში განთავსდება. ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა.

Leave a Reply