სომხური მხარის კომენტარები იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით

“იერუსალიმის სტატუსის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდანაა.  ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებულ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ მოლაპარაკებების გზით .

ამ საკითხს შეუძლია გზა გაუხსნას უსაფრთხოებისა და მშვიდობის გრძელვადიან დამყარებას რეგიონში. იერუსალიმში არსებობს მრავალსაუკუნოვანი სომხური კულტურა, მდიდარი სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით.

სომხური სამოციქულო ეკლესია  იურიდიული თვალსაზრისით წმინდა ადგილების პატრონებიდან ერთ-ერთია. ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იერუსალიმთან დაკავშირებულ ყველა გავითარებას – ასე ეხმაურება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ამავდროულად, მისი უწმინდესობა კათოლიკოსი  არამ პირველი უარყოფს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

კათოლიკოსის პრესსამსახურის ცნობით, კათოლიკოსი არამ I ლიბანში სიტყვით წარსდგა სადაც მან ასევე ისაუბრა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იერუსალიმის ისრაელის ოფიციალურ დედაქალაქდ აღიარების შესახებ, და უარყო ეს განცხადება, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლიანობასა და ისტორიულ რეალობას.

მან ასევე აღნიშნა , რომ იერუსალიმი უნდა დარჩეს ღია ქალაქად მონოთეიზმის სამი რეგლიგიის წარმომადგენელთათვის, რომლებიცაა – ებრაული, ქრისტიანული და ისლამური რელიგიები, და აღნიშნული რელიგიების უფლებები ყოველთვის დაცული უნდა იყოს იერუსალიმში.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა,  ასევე გამოთქვა აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და  უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადება.

Leave a Reply