ანდრიას ღუკასიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ანდრიას ღუკასიანი ერებუნის და ნუბარაშენის ადმინისტრაციული რაიონების სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ ღუკასიანი ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებს.

მოსამართლე ვარდან გრიგორიანის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დამსწრეები ოვაციებით და შეძახილებით “თავისუფლება” შეხვდნენ.

დღევანდელი სხდომაზე მსჯავრდებულის გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც პროკურორმა პეტროს პეტროსიანმა გააპროტესტა.

სასამართლო სხდომას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი პიოტრ სვიტალსკი.

მანამდე, ღუკასიანის დაცვის მხარემ ბევრჯერ დააყენა დაკავების ორდერის შეცვლაზე შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ყოველთვის უარყოფდა მას.

ანდრიას ღუკასიანს ბრალად ედება მასობრივი დარღვევების პროვოცირება და “სასნა წრერ”-ის მხარდასაჭერა.

Leave a Reply