არეულობა ერევანში, სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენეს

22 აპრილს ერევანში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მსვლელობის მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

სამართალდამცველებთან მოლაპარაკება ნიკოლ ფაშინიანმა სცადა და მათ ხალხის მხარეს გადასვლა ურჩია. მოლაპარაკების დროს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი აიყვანა, რის შემდეგაც დემონსტრანტებს კორდონის გარღვევის მცდელობა ჰქონდათ. ძალოვანებმა მომიტინგეების დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, თუმცა ამით აქცია არ დასრულებულა.

დემონსტრანტებმა სხვა ქუჩებზე გადაინაცვლეს და ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. საპროტესტო მსვლელობა ერევანში ნიკოლ ფაშინიანის და სერჟ სარგსიანს შეხვედრის შემდეგ განახლდა. მოლაპარაკების მთავარი თემა პრემიერის განცხადება იყო, რომელმაც გადადგომის პირობები დაასახელა. ფაშინიანის და სარგსიანის შეხვედრა მალევე დასრულდა. სარგსიანმა ფაშინინი შანტაჟში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა.

Leave a Reply