აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 250-ჯერ დაარღვია

აზერბაიჯანულმა მხარემ არცახ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხელნაკეთი ტანკსაწინააღმდეგო 3 რაკეტა გამოიყენა.

11-17 მარტის პერიოდში არცახ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზზე აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 250-ჯერ დაარღვია და 2,300-ჯერ გახსნა ცეცხლი საზღვარზე.

თავდაცვის არმიის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის საზღვრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული ძალების გარდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე გამოიყენა ხელნაკეთი ყუმბარები.

თავდაცვის არმია საზღვრის ფრონტზე განაგრძობს სრულ კონტროლს  და საბრძოლო მოვალეობებს ასრულებს.

Leave a Reply