მაკრონმა არმენ სარგსიანს პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრომონმა სომხეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არმენ სარგსიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მაკრონმა მისალოც წერილში იმედი გამოთქვა, რომ ფრანგულ-სომხური ურთიერთობები არმენ სარგსიანის პრეზიდენტობის დროს კიდევ უფრო გაღრმავედება.

“ევროკავშირთან ბოლო დროს გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება, რომლსაც აქტიური როლი აქვს მოლაპარაკებებში, ვიმედოვნებ, რომ ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატება,” – წერია წერილში.

“დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მოლაპარაკებებისა და სტაბილური გადაწყვეტის პროცესში”,- აღნიშნავს მაკრონი.

Leave a Reply