სომხეთი შესაძლოა გახდეს ირანის კარი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებისათვის

საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა, 11 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან სეიედ ჯავად ჩავამშაჰიდისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და ირანს ერთმანეთთან მრავალი ურთიერთობა აკავშირებთ და სომხეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები საკმაოდ ძლიერია.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ელჩმა სადოიანმა სომხეთზე, როგორც ტრანზიტული ქვეყნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც ირანთან სახმელეთო საზღვარი  აქვს, შეიძლება ირანისთვის კარი გახდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში.

ელჩმა ჩავამშაჰიდიმ აღნიშნა, რომ ირანს, სომხეთსა და საქართველოს აქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა განახორციელოს სამმხრივი პროექტები სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ბიზნესის სფეროებში და დასძინა, რომ ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ირანი-სომხეთი-საქართველოს დერეფანი შეიძლება იყოს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც აზიას დააკავშირებს ევროპასთან.

Leave a Reply