ბაქო-თბილისი-ყარსის ახალქალაქის სადგური ჯერ კიდევ სრულყოფილად არ ფუნქციონირებს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის სადგური იღებს და აგზავნის საქონელს ყოველ 3 დღეში ან კვირაში ერთხელ, ძირითადად, ხორბლს ყაზახეთიდან.

22 მარტს, დილის 11:00 საათზე ახალქალაქის სადგური საინფორმაციო სააგენტომ jnews-მა მოინახულა.

სააგენტოს ინფორმაციით სადგური ცარიელი და დაკეტილია. “არც მოძრაობა იყო პლათფორმაზე, ლიანდაგზე ან სადგურში,” წერს სააგენტო.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 10-წლიანი მშენებლობის შემდეგ 2017 წლის 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ახალქალაქის სადგური ყველაზე დიდია, აქედან უნდა მოხდეს მატარებლის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე, შესაბამის სტანდარტებზე გადაწყობა.

პროექტის მიხედვით, პირველი ეტაპზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მილიონი მგზავრი გადაეყვანა და 6.5 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეზიდა, მეორე ეტაპზე კი სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 17 მილიონ ტონამდე უნდა გაზრდილიყო, მგზავრების ნაკადი კი 2 მილიონამდე წელიწადში.

გასულ წელს გახსნისას ნათელი გახდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზებზე არ შეიძლება მგზავრთა გადაყვანა, რადგან რკინიგზა ჯერ კიდევ არ არის მზად.

“სადგურის გარშემო 10 წუთის ფეხით ხეტიალის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ კომპანია “სამხატვრო შენობა საქართველოს” წარმომადგენელი ჟეჟაიმ სელიმი,” წერს  jnews-ის კორესპონდენტი.

“სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს, შეჩერებულია. თვის ბოლოსთვის მუშაობა დაიწყება, რკინიგზის სადგურსა და სხვა გარე სამუშაოების გაუმჯობესება აუცილებელია”, – განაცხადა ჟეჟაიმ სელიმმა.

ახალქალაქის სადგურის ხელმძღვანელის, ომარ ოსიძის განცხადებით, მთავარი ტვირთი, რომელიც ამ რკინიგზას გადის ყაზახეთიდან ხორბალია.

ოსიძის თქმით, ახალქალაქის სადგურის სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპისთვის, სამუშაოების 95% არის შესრულებული.

მისი თქმით, სადგურს ოთხი თანამშრომელი ჰყავს.

Leave a Reply