ბაქოს სომეხთა ხოცვა-ჟლეტვის მოწმეები: „გზად ყველგან გვამები გვხვდებოდა“

1988 წელს ბაქოს სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებები განახლდა, რომლის ორგანიზების პროცესი 1905 და 1918 წლის ბაქოს ხოცვას მოგაგონებდათ. სომეხი მოსახლეობის ხოცვის ახალი ტალღა პიკს აღწევს 1990 წლის 13-19 იანვარს. 1988-1990 ბაქოში მომხდარი ხოცვა-ჟლეტების შედეგად დაღუპული სომეხთა რიცხვი მინიმუმ 500-600 აღწევს, ხოლო სამ დიდ სასაკლაოზე დაახლოებით 30 000 სომეხი დაიღუპა.

არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებებისა და თვითმხილველთა ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობები განზრახ განხორციელდა. 1990 წ. იანვრის ხოცვას გადაურჩა ავჩიანების ოჯახი. დები სუსანა და ლილიანა ავჩიანები იხსენებენ რომ 1988 წლის სუმგაითის აჯანყებების შემდეგ, სომხების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, თუნდაც მეზობლების მხრიდან. ისინი სომხებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, აივნიდან კვერცხებს ესროდნენ და ითხოვდნენ, რომ მათ ქალაქი დაეტოვებინათ.

1990 წლის 13 იანვარს დები ავჩიანები დედასთან (სვეტა) ერთად, მეგობრებთან სტუმრად მისასვლელად ემზადებოდნენ, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად, რა დროსაც კარზე კაკუნი და ყვირილი შემოესმათ: „სად არიან სომხები? სად არიან ეგ სომხები?“ სვეტა მთელი ძალით აკავებდა ხის კარს და მის ქალიშვილებს სთხოვდა გაქცეულიყვნენ. ისინი ფანჯრიდან გადავიდნენ და ცივ, ბნელ სარდაფში დაიმალნენ, რომელიც მუხლებამდე წყლით იყო სავსე.
სანამ დები შიშით ელოდნენ ჩაბნელებას და საფრთხის შემცირებას, მათ ზემოდან ყვირილი და ტირილი ესმოდათ. სუსანას განსაკუთრებით ახსოვს ერთ-ერთი მკვლელის ხმა: “მისი კბილები ოქროსფერია. მისი კბილები ამოვიღოთ“.

ჩაბნელებისთანავე სარდაფიდან გამოვიდნენ და სუსანას თანაკლასელთან გაიქცნენ. როგორც იხსენებენ, მათ გარშემო გვამები იყო: ზოგი შიშველი, ზოგი თავმოჭრილი, ზოგიც კი ნაწილ-ნაწილ დაჩეხილი.

„ჟორას ბიძა მესამე სართულზე ცხოვრობდა, ის პროფესორი იყო და აივნიდან გააგდეს. ბავშვებს… ბავშვები დანებით დაჭრეს. ჩვენ დავინახეთ ფეხმძიმე ქალი… მუცელი გამოფატრეს და მისი ბავშვი ამოიყვანეს. ყურებსაც აჭრიდნენ ალმასის ქვების მისაღებად. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ, ეს საშინელება იყო… ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჯერ ბავშვები ვიყავით და ეს მოხდა ჩვენს თვალწინ,” – იხსენებს სუსანა.

დედის საპოვნად დაბრუნებულ სუსანა ვერ ნახა იგი. მას სურდა, რომ სხეული მაინც ეპოვნა…
დედის ძებნამ სუსანა მის სამუშაო ადგილზე მიიყვანა, სადაც შეიტყო, რომ სვეტას სამსახურის უფროსი, რომელმაც ცოლისგან შეიტყო სომხების მკვლელობის შესახებ, წავიდა მათ სახლში და გადაარჩინა იგი.

”შემდეგ დედების შესახებ გაზეთებში წერდნენ. მას არ ახსოვდა ვინ იყო, რა მოუვიდა მას. იგი სცემეს, ტვინის შერყევა მიეღო, ჭრილობებში და მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო “, – იხსენებს ლილიანა.

მთელი ამ ტანჯვის შემდეგ, სვეტა დიდი ხნის მანძილზე ვერ გამოჯანმრთელდა. სუსანას დღემდე ახსოვს, თუ როგორ იღებდა პინცეტით დედის სხეულიდან სიგარეტის ნაშთებს, რომლებიც მის სხეულში სიგარეტის ჩაქრობის შედეგად დარჩა.

საბოლოოდ, ავჩიანების ოჯახმა შეერთებულ შტატებამდე მიაღწია. სუსანა ამბობს: ”და ჩვენ მას შემდეგ არ აღვნიშნავთ ახალ წელს”.

ინტერვიუ აღებულია ”ბაქოს ტრაგედია მოწმეების ჩვენებაში წიგნი პირველი“ წიგნიდან.