ჩატარდა „Օpen ახალქალაქ“ კარატეს შეჯიბრი

18 დეკემბერს ახალქალაქის სპორტის სასახლეში ჩატარდა „Օpen ახალქალაქ“ კარატეს პირველობა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები არა მხოლოდ ახალქალაქიდან, ასევე თბილისიდან, ახალციხიდან, ბორჯომიდან და თეთრიწყაროდან.

კარატეში პირველობის საპატიო სტუმარი იყო საქართველოს კარატეს ფედერაციის თავმჯდომარე კახა ბასილაია, რომელიც უკვე მე-3 წელია, რაც ესწრება ახალქალაქის პირველობას.

 „რეგიონი სპორტსმენებისთვის საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით გაზაფხულსა  და შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში აქ ძალიან ცივა. ახალქალაქს ამ სფეროში აქვს დიდი პოტენციალი და ამ პოტენციალის განვითარების ყველა შესაძლებლობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ რეგიონიდან ჩვენ გვეყოლება არა მხოლოდ მსოფლიო და  ევროპის ჩემპიონები, არამედ ოლიმპიური ჩემპიონი“ – jnews.ge-თან საუბარში აღნიშნა კახა ბასილაიამ.

შეჯიბრი ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის მორიგი სპორტული ღონისძიება იყო, მაგრამ სხვა პირველობებთან შედარებით, კარატეში  ჩემპიონატს  უფრო მასშტაბური და ოფიციალური სახე ჰქონდა. პირველობის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 1500 ლარი.

პირველობაში დაახლოებით 150 სპორტსმენი მონაწილეობდა.

Leave a Reply