დონალდ ტუსკმა აზერბაიჯანის წამოწყებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ისაუბრა

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა 27 სექტემბერს დილით აზერბაიჯანის წამოწყებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ისაუბრა და თქვა:

,,ჩვენ ძალიან გვაღელვებს საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა კონფლიქტი უწყვეტ ომში არ გადაიზარდოს. ჩვენ მხარეებს დიალოგის შენარჩუნებას მოვუწოდებთ, რადგან ამის ერთადერთი ალტერნატივა კატასტროფაა მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთ.”