სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან გუშინ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, ვეტერანებისა და საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით დადგა დრო, დაგეგმილზე ადრე დაგემშვიდობოთ. ასე უფრო მართებულია. მინისტრი – პოლიტიკური თანამდებობის პირია და მისი მუშაობა ეფექტურია მხოლოდ თანამოაზრეთა გუნდში“, – აღნიშნა სარგსიანმა.

მანამდე კი, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მინისტრის პირველმა მოადგილემ არტაკ ზაქარიანმა და მინისტრის მოადგილე არტაკ დავთიანმა გააკეთეს.

გუშინ, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დაამტკიცა.

Leave a Reply