ერევანში ფოიერვერკების მოწყობისთვის დაჯარიმდებიან

ერევნის მერია დადგენილი წესის დარღვევით ფოიერვერკების მოწყობისთვის ფართომასშტაბიანი ჯარიმების დაწესებას გეგმავს. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები “ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ” კანონში.

ერევნის მერის პირველმა მოადგილემ კამო არეიანმა განაცხადა, რომ პირველ ჯერზე ფოიერვერკების მოწყობისთვის ჯარიმა 1 მილიონი დრამი იქნება (დაახლოებით 5000 ლარი), მეორე შემთხვევაზე 2 მილიონი (დაახლოებით 10000 ლარი), ხოლო მესამე დარღვევაზე ასეთ პირს ჩამოერთმება ფოიერვერკების მოწყობის უფლება.

რაც შეეხება ღამის საათებში, 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე ფოიერვერკების მოწყობისთვის პირი დაჯარემდება 100 000 დრამით (500 ლარი), ხოლო მეორე ჯერზე 200 000 დრამი (1000 ლარი).

“კანონების პაკეტი მოგვარდა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. როდესაც ყველა დაიცავს ერევნის საბჭოს ადმინისტრაციული ტერიტორიების მიერ განსაზღვრულ წესებს ფოიერვერკების მოწყობის ადგილების განსაზღვრის, ზომებისა და ხანგრძლივობის შესახებ, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ სადამსჯელო მექანიზმებზე”, – განაცხადა კამო არეიანმა.

ფოიერვერკების მოწყობისთვის, ერევნის მთავარი საბჭოს დადგენილებით, პირს უნდა ჰქონდეს სპეციალური ნებართვა მერიისგან.

Leave a Reply