ერევანში პოლიციამ აქციის 29 მონაწილე დააკავა

სომხეთის პოლიციის ქალაქ ერევნის ადმინისტრაციის ტერიტორიული ქვედანაყოფებმა 17 აპრილს, საპროტესტო აქციაზე 29 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია რადო თავისუფლების სომხეთის ბიუროს სომხეთის პოლიციიდან მიაწოდეს.

მათი თქმით, დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.

დღეს, გამთენისას ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეთა ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ მოუწოდა

„უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გუშინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება შეკრების დაშლის შესახებ“, – განაცხადა ოსიპიანმა და ფაშინიანს წერილობითი დოკუმენტი გადასცა. ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტი ჟურნალისტების თვალწინ დახია.

შეგახსენებთ, დღეს მე-5-ე დღეა სომხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები ტარდება სერჟ სარგსიანის პრმიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ. პარალიზებულია დედაქალაქის მთავარი ქუჩები. აქციების ორგანიზატორები არიან  ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ინიციატივა „უარყავი სერჟი“ და გუნდი „სომხეთის სახელმწიფოსთვის“, მათ შეუერთდნენ ასევე სტუდენტური მოძრაობის YSU restasrt-ის წევრები, რომელთა ნაწილი ასევე დაკავებულია პოლიციის მიერ.

 

Leave a Reply