ერევანში სომხურ-ქართული ლიტერატურული დღეები გაიმართება

სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ივნისში, ერევანში, სომხურ-ქართული ლიტერატურული დღეები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები – ორი ქვეყნის PEN ცენტრები გამოვლენ დიანა უკლებას „მწველი პოეტის“ სტროფებით შთაგონებით.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის PEN-ის თავმჯდომარემ, პროზაიკოსმა არმენ ოჰანიანმა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ვაჰრამ დუმანიანს მიმართა წინადადებით, რათა, სომხურ-ქართული თავდადებისა და თავდაუზოგავი სიყვარულის ჭეშმარიტ განსახიერებად ქცეულ დიანა უკლებას ღვაწლის პოპულარიზაცია მოხდეს. ამიტომ, როგორც სიმბოლური ნაბიჯი, PEN-ის თავმჯდომარემ მინისტრს შესთავაზა, უკლებას სახელი დაემატოს სომხეთის რესპუბლიკის  ეროვნული გალერეის ჯოტოს სტუდია-მუზეუმის ფილიალის სახელს.

“სომხეთიდან და საქართველოდან მეგობართა ჯგუფთან ერთად, 9 ივნისს, მოხარული ვიქნებით მოვინახულოთ კიდევ ერთი სტუდია-მუზეუმი, რომელსაც ამის შემდეგ ეწოდება “ჯოტტო და დიანა უკლება”. ასევე აღინიშნება გეორგ გრიგორიანის (ჯოტტოს) 125 წლის იუბილე და, ასევე, პატივს მივაგებთ ორი ხალხისადმი თავდადებულ საქართველოს ღირსების ორდენის რაინდის, დიანა უკლებას ხსოვნას”, – აღნიშნულია სომხეთის PEN-ის განცხადებაში.

დიანა უკლება (1910-2001) იყო კულტურის მოღვაწე, მრავალპროფილური მხატვარი, ფერმწერი, პოეტი, ასევე მთარგმნელი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა განუყოფლად არის დაკავშირებული მის მეუღლესთან, ცნობილ ქართველ-სომეხ მხატვარ გევორგ გრიგორიანთან (ჯოტტო). ხოლო დიანა უკლებას გარეშე ჯოტტოს ცხოვრებაც და ხელოვნებაც წარმოუდგენელია.

ერევანში ჯოტტოს სტუდია-მუზეუმის არსებობის გამო დიანა უკლებასი გვმართებს, რომელმაც მეგობრების მხარდაჭერით, მისი გარდაცვალების შემდეგ თავისი სტუდია მუზეუმად აქცია და პირველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. მუზეუმის თავდადებული პერსონალის ძალისხმევით, დიანა უკლებას ხსოვნას ყოველთვის ცოცხლად ინახებოდა, მაგრამ სომხურ-ქართული ეს მადლიერი მეგობრობა წლების განმავლობაში დავიწყებული იყო ფართო საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული გალერეის არქივში არსებული ნამუშევრების გარდა, ამ ფილიალში მუდმივი გამოფენის ნაწილია დიანა უკლებას ზოგიერთი ნახატი. მაშასადამე, მიზეზი, თითქოსდა სტუდია-მუზეუმი მხოლოდ ჯოტოს შემოქმედებითი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება, უსაფუძვლოა (ეს „გარემოება“ გახდა მიზეზი იმისა, რომ უარი ეთქვათ ჩვენი წინა განაცხადის სახელის შეცვლაზე).