ერევანში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება

9 ივლისს, ერევნის მერი ტარონ მარგარიანი გადადგა. მისი გადადგომის მოთხოვნით ერევანში მოქალაქეები აქციებს მართავდნენ.

საპროტესტო აქციები FACT TV-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ნათლად ჩანს, მერის მიერ მითვისებული ქონება მის თანამდებობის უმოკლეს ვადაში – გამოძიება 2017 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2018 წელს 21 თებერვალს დასრულდა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ტარონ მარგარიანი სამსახურში არ დადიოდა. გარკვეული დროის დუმილის შემდეგ მან დატოვა თანამდებობა.

“ერევნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მერის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ ინიშნება, რაც მერის თანამდებობა ვაკანტური გახდება, არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა. მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება მერის არჩევნებისთვის დადგენილი წესით.

Leave a Reply