ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირი შეიჭრა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სასტუმრო “ერებუნი პლაზასთან” დაძაბული ვითარებაა: სასტუმროში შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა აშოტ აჰარონიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეიარაღებულმა პირმა იარაღი ჩააბარა და ჩაბარდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო – armtimes.com