ერევნის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში 100-მდე მოქალაქეა გადაყვანილი

19 აპრილს 13:30 საათზე, სომხეთის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში გადაყვანილ დაკავებულებთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.

სომხეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი აშოტ აჰარონიანი აღნიშნავს, რომ პოლიცია გააგრძელებს ყველა იმ პირის დაკავებას, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

“თუ ადმინისტრაციულიკანონით დადგენილ ვადაში დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან, მაშინ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ წინასწარი გამოძიების ორგანოს მეშვეობით შემოწმდება მათი მონაწილეობა დანაშაულში”, – აცხადებს აჰარონიანი.

Leave a Reply