არცახის ოპოზიციური პარტია სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მიესალმება

"სერჟ, ბებო გეუბნება გეყოფა!" წარწერა არცახის დიალექტით

არცახის ოპოზიციური პარტია “ნაციონალური რენესანსი” სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მიესალმება.

პარტიის ლიდერმა ჰაიკ ხანუმიანმა გამოაქვეყნა განცხადება და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას სოლიდარობა გამოუცხადა.

“დემოკრატიული სისტემების მნიშვნელოვანი პრინციპია ძალაუფლების დროულად დატოვების პრინციპი, რომელიც გამყარებულია სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის კონსტიტუციით. ამ პრინციპის იგნორირება, რომელიც ბოლო წლებში ერევანსა და სტეფანაკერტში მოხდა, პოლიტიკური სისტემისთვის სასიკვდილო დარტყმაა. სომხეთისა და არცახის რესპუბლიკებში პირველი სკამის არ დატოვებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებით ჩვენი საზოგადოება დასუსტდა და მოწყვლადი გახდა ჩვენი უსაფრთხოება.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მიმდინარეობს სომხეთში, ათასობით ადამიანი პროტესტს გამოთქვამს სერჟ სარგსიანის მთავრობის რეპროდუქციის წინააღმდეგ. ეროვნული რენესანსის პარტიის სახელით და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ქმედებები მიზნად ისახავს სომხეთში სამართლიანი საზოგადოების შექმნას, პოლიტიკური მონოპოლიის აღმოფხვრას, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას და დაიცავს ყველა ჩვენგანს”, – აცხადებს ჰაიკ ხანუმიანი.

Leave a Reply