ევროკავშირი სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას ელოდება

ევროკავშირი სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას ელოდება. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“ევროკავშირი თანამშრომლობას ელის ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობასთან, გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი და ინტეგრირებული ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის, სომხეთის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ და უკეთესი ქვეყნის შექმნის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა დიალოგი “ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს შორის”.

Leave a Reply