პუტინმა ოპოზიციონერ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის საპროტესტო აქციების ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

“მოლოდინი მაქვს, რომ თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს, დსთ-ს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას”, – ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply