ევროკავშირიდან სომხეთში დეპორტირებულების რიცხვი გაორმაგდა

სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის უფროსმა გაგიკ იეგანიანმა საგარეო სამინისტროს დღევანდელ სხდომაზე სომხეთსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი რეადმისიის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ ოქმი წარადგინა, რომელმაც დადებითი დასკვნა მიიღო და პარლამენტის მომავალი სხდომის დღის წესრიგში შედის.
2013 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკანონო მიგრანტების სომხეთში დაბრუნებას. პარლამენტში წარმოდგენილი ოქმი ამ შეთანხმების შესრულებას უზრუნველყოფს.
მიგრაციის სამსახურის უფროსმა გაგიკ იეგანიანმა კომისიის წევრებისთვის საინტერესო სტატისტიკა წარადგინა: “რედამისიის სარჩელების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2014 წელს სულ 2 სარჩელი იყო, 2015 წელს 36, 2016 წელს კი 74, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით უკვე 58 სარჩელი არის 87 ადამიანის შესახებ”.
მიგრაციის სამსახურის უფროსმა ასევე წარმოადგინა კვლევების სტატისტიკა, სადაც ევროპის ქვეყნები ცდილობდნენ გაერკვიათ აქვს თუ არა მოქალაქეს სომხეთის მოქალაქეობა. 2016 წელს 255 მსგავსი სარჩელი განიხილეს, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით 544.

Leave a Reply