ევროკავშირთან ურთიერთობებიდან მთიანი ყარაბაღის საკითხამდე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ტოივო კლაარი მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა სფეროში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს გაფართოებულ პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციაა და რწმენა გამოთქვა, რომ ეს პროცესი ბიძგს მისცემს თანამშრომლობის ახალ იმპულსს და სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელებას.

ტოივო კლაარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე ასპექტი. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისკენ არის მიმართული.