ევროპარლამენტი თურქეთს სომხების გენოციდის აღიარებას სთხოვს

4 თებერვალს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თურქეთის შესახებ ანგარიშის წინასწარი ვერსია განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ermenihaber ავრცელებს.

თურქეთის საკითხებზე ევროსაბჭოს მომხსენებელმა ქეით ფირიმ ევროკავშირს თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებისკენ მოუწოდა. ეს მოხსენება ანკარაში უკვე გააკრიტიკეს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ცვლილებების შეტანის შესახებ 319 წინადადება მომზადდა რამაც ასევე უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთში. ანგარიშში ცვლილებები გულისხმობს თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების მოწოდებას, ასევე, თურქეთში დააკავებული ოპოზიციური პრო-ქურთული დემოკრატიული სახალხო პარტიის ყოფილი თანათავმჯდომარის გათავისუფლებას.

ანგარიშის საბოლოო ტექსტი მზად იქნება 11-14 მარტს და განიხილება ევროპარლამენტში.