გერმან ავაგიანის ფოტოგამოფენა „თბილისის სახეები“ გაიხსნება 3 თებერვალს

ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ინიციატივით 3 თებერვალს თბილისის «Black & White Gallery»-ში გაიხსნება ცნობილი ფოტოგრაფის, გერმან ავაგიანის გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სახეები“ (Faces of Tbilisi).

პროექტი პირველად გამოფენილი იყო 2010 წელს სტამბოლში ფოტოგრაფთა ფესტივალზე „IFSAK”.

პროექტის ავტორის, როგორც თბილისში დაბადებული სომხის, ფოტოგამოფენის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ერთსა და იმავე ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ურთიერთობის განსაკუთრებული საშუალება.

სომხეთში მცხოვრები ფოტოგრაფის სიტყვებით, პროექტის განხორციელების პროცესში მისთვის მეტად საინტერესო იყო გამოფენის იდეური მხარე, ვიდრე მისი შედეგი, რადგან პროექტმა ხალხთან და მათი ცხოვრების ისტორიებთან შეხების შესაძლებლობა მისცა.

ფოტოგამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 3 თებერვალს, 17:00 საათზე და გაგრძელდება 3 დღეს.

მისამართი, თბილისი გოგებაშვილის 46ბ, «Black & White Gallery».

შესვლა თავისუფალია.

ფოტო: გერმან ავაგიანის ფეისბუქგვერდიდან.

Leave a Reply