ჰრანტ მათევოსიანის საღამო კავკასიურ სახლში

,,კავკასიური სახლის” ,,კულტურის კალენდარი” აგრძელებს ღონისძიებების ციკლს და ორშაბათს, 12 თებერვალს, 18 საათზე, მეოცე საუკუნის ცნობილი სომეხი მწერლის ჰრანტ მათევოსიანის საღამო გამართავს.

12 თებერვალი მწერლის დაბადების დღეა. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ზეზვა მედულაშვილის მიერ თარგმნილი ჰრანტ მათევოსიანის მოთხრობები.

ჰრანტ მათევოსიანი (12 /02/1935-19/12/2002) მრავალი ნოველის, თხზულების და კინოსცენარის ავტორია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

“კავკასიური სახლის” მისამართია: თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის 20.

Leave a Reply