ისრაელის ქნესეთმა უარი თქვა სომხების გენოციდის აღიარებაზე

ჰოლოკოსტის წლებში გადარჩენილი ებრაელების შემთხვევების მკვლევარი  რაულ ვალენბერგის სახელობის საერთაშორისო ფონდი “ღრმა იმედგაცრუებას” გამოთქვამს ქნესეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ კანონპროექტის უარყოფასთან დაკავშირებით, წერს  Jerusalem Post.

ფონდის მიერ ქნესეთის სპიკერთან იული ედეიშტეინთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ედელშტეინი 2015 წელს მთავრობას მოუწოდებდა შეეცვალა პოზიცია, თუმცა 2016 წელს ქნესეთის საგანმანათლებლო საკითხების კომიტეტმა აღიარა გენოციდი. მაგრამ, სახელმწიფო დონეზე სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარების მიმართულებით ინიციატივებს წარმატება არ ჰქონია.

“სამწუხაროდ, ეს კენჭისყრა მეორდება ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ერთგვარი მუდმივი რუტინა”,-აღნიშნულაი წერილში, რომელსაც ხელს აწერს ფონდის პრეზიდენტი ედურადო ერნეკიანი და თანადამფუძნებელი ბარუხ თენემბაუმი.

ფონდს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ებრაულ სახელმიწფოს უნდა ჰქონდეს “პატიოსნება და სულიერი დიდსულოვნება აღიაროს სრულიად სომეხი ხალხის საშინელი ტრაგედია”.

“სამწუხაროდ, ისრაელის მთავრობას  და ქნესეთს ბევრჯერ დაუკარგავთ ეს შესაძლებლობა. არცერთ პოლიტიკურ რეალობას არ შეუძლია გონივრული გამართლება მოუძებნოს ამას”,-აღნიშნულია წერილში.

Leave a Reply