სომხეთში მკერდის კიბოთი დაავადებულების რაოდენობამ იკლო

“2017 წელს სომხურ-ამერიკულ ცენტრს 4, 810 ვიზიტორი ჰყავდა, რომლებსაც 55, 920 გამოკვლევა ჩაუტარდათ. მათ შორის, ჩატარდა მკერდის კიბოს  22, 823  გამოკვლევა.  გამოკვლეული 20, 231 ქალიდან 800 აღმოუჩნდა მკერდის კიბო. ამავდროულად, პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევა ჩაიტარა 122-მა მამაკაცმა, მათგან 5 აღმოუჩინეს მკერდის კიბო”,-ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა სომხურ-ამერიკული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ხაჩანუშ ჰაკობიანმა.

მისის თქმით, “მკერდის კიბოს დიაგნოსტიკა მოხდა გამოკვლეული ყოველი 26 ქალის შემთხვევში, იმ დროს როდესაც, წინა წლების განმავლობაში ეს იყო ყოველი მე-16 მე-20 ქალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები უფრო ყურადღებიანები გახდნენ და ექიმს უფრო ხშირად მიმართავენ”-აღნიშნა ჰაკობიანმა.

Leave a Reply