ტრამპი: მშვიდობიანმა მოძრაობამ სომხეთში ახალი ეპოქა შექმნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისალოცი წერილი გაუგზავნა.

“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამერიკელი ხალხის სახელით, სომეხ ხალხს გილოცავთ ეროვნული დამოუკიდებლობის 27 წლისთავს. მშვიდობიანი, პოპულარული მოძრაობა სომხეთში ახალი ეპოქის საფუძველია და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კორუფციის აღმოსაფხვრელად, თქვენი ხალხის ნებით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციის საფუძველზე წარმომადგენლობითი და ანგარიშვალდებული მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამყარების მიზნით.

მადლობას გიხდით მყარი პარტნიორობისთვის, განსაკუთრებით ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობისთვის და სირიელი ლტოლვილების გულთბილად მიღებისთვის.

ბოლო თვეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებიც გაიხსნა, რასაც შეუძლია სომხურ-ამერიკული პარტნიორობისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა თქვენთან იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

წელს ასევე აღინიშნება პირველი სომხური რესპუბლიკის და სომხურ-ამერიკული მეგობრობის ასწლეული. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც 100 წლის წინ დაიწყო, შემდგომ უფრო გაძლიერდება”, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაში.