საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის ხელისუფლებას, ასევე სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. სომეხმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ,”- აღნიშნულია წერილში.

ზუსტად 27 წლის წინ, 21 სექტემბერს სომხეთის მოსახლეობის 99,5%-მა მხარი დაუჭირა სომხეთის სსრკ-ის შემადგენლობიდან გასვლასა და სომხეთის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქყეყნად აღიარებას. ორი დღის შემდეგ, 23 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ რესპუბლიკად გამოაცხადა.